უეფას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად მინიმალური ანგარიშით წააგო და ერთი შეხედვით საპასუხო დაპირისპირების წინ თითქოს უშანსოდ არ იყო. თუმცა, კვიპროსელებმა შარშანდელის მსგავსად დაამტკიცეს, რომ ქუთაისელებზე უკეთესი გუნდი ჰყავთ და „რამაზ შენგელიაზე“ დიდი ანგარიშით უპრობლემოდ მოიგეს.
თამაშის 30-ე წუთზე ქუთაისელთა ნახევარზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, კულიბალიმ ზუსტი პასი გაუკეთა იოვეტიჩს, რომელმაც მასპინძლების მცველების შეცდომით ისარგებლა და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1. შეგახსენებთ, რომ მან კვიპროსში ჩატარებულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში „ტორპედოს“ დაცვა ისე „ჩავარდა“ და მეკარესთან პირისპირ გასულმა სემედუმ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 0:2.
მეორე ტაიმის შუაწელში ჟორჟინიომ სტუმართა საჯარიმოში ბიორნ იონსენი მოძებნა, რომლის თავურის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან წოტა ხანში, ქუთაისელთა საჯარიმოში შეჭრილმა იოვეტიჩმა ფინტით ერთი მცველი ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:3.
78-ე წუთზე სემედუ „ტორპედოს“ საჯარიმოში მცველებს გაექცა და გოშაძემ კიდევ ერთხელ დაამწუხრა – 0:4.
მატჩის მიწურულს კვიპროსელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა იონსენმა ძლიერად დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
„ტორპედო“ (ქუთაისი) – „ომონია“ (კვიპროსი) 0:4 (0:1)
31 ივლისი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
„ტორპედო“: გოშაძე, ვარლეი (ბასილაძე, 85), სიმიჩი, მანე, ჟორჟინიო (ნადარაია, 75), ღუდუშაური (კოხრეიძე, 59), ითრაკი (ანდრიჩი, 59), მამუჩაშვილი (კ), ბიძინაშვილი (შერიფი, 75), პირესი, იონსენი.
მთავარი მწვრთნელი: დირკ შუსტერი.
„ომონია“: ფრეიტასი, მასურასი (დიონკოუ, 68), კულიბალი, პანაიოტუ, კიტსოსი, კოსულოსი (კ) (ერაკოვიჩი, 82), მარიჩი, სემედუ, ევანდრო (ნეოფიტოუ, 81), ლოიზოუ (ინგებრიგსტენი, 82), იოვეტიჩი (სტეპინსკი, 68).
მთავარი მწვრთნელი: ჰენინგ ბერგი.
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (30), 0:3 სემედუ (47), 0:3 იოვეტიჩი (63), 0:4 სემედუ (78)
გაფრთხილება:
მთავარი მსაჯი: მ. რედერი (დანია)





