„მეცმა“ მეოთხელიგელი დაამარცხა – წიტაიშვილის ავტოგოლი

0
10

საფრანგეთის ლიგა 1-ში წელს დაბრუნებულმა „მეცმა“, რომელსაც ზაფხულში გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი შეურთდნენ, ამხანაგურ შეხვედრაში მე-4 ლიგის „თიონვილი“ 5:3 დაამარცხა.
საქართველსო ეროვნული გუნდის გარემარბი წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრაში ანგარიში მას მერე გაიხსნა, რაც წიტაიშვილმა და „მეცის“ მეკარემ ერთმანეთს ვერ გაუგეს, რის გამო საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბის უკან დაბრუნებული ბურთი კარში შეგორდა. ჩვენი 21-წლამდელების ექსგარემარბი აბუაშვილი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი