მესის „ინტერ მაიამის“ მსოფლიო ჩემპიონი შეემატა

0
13

მადრიდის „ატლეტიკომ“ ნახევარმცველი როდრიგო დე პაული „ინტერ მაიამიში“ გაყიდა, რომლის კაპიტანი ლიონელ მესია. მადრიდელებმა 31 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მიიღეს.
დე პაული „ატლეტიკოში“ 2021 წელს იტალიის „უდინეზედან“ გადავიდა. მან მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 187 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი გააკეთა.
ის არგენტინის ეროვნულ გუნდში 2018 წლიდან გამოდის და 78 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. დე პაული 2022 წელს კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია.
ლაშა თაბაგარი