პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ფრანგი თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი სავარჯიშოდ სარეზერვო გუნდში გაუშვა. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien იუწყება.
სარეზერვო გუნდში საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ესპანელებს კარლოს სოლერსა და მარკო ასენსიოს, სლოვაკ მილან შკრინიარს და თანამემამულე ნორდი მუკიელეს შეუერთდება.
26 წლის კოლო მუანიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა, და 3 საგოლე პასი გააკეთა.
პსჟ-მ კოლო მუანი 2023 წლის სექტემბერში ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ 92 მილიონ ევროდ შეიძინა. ეს ტრანსფერი პარიზული კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულებს შორის მესამე. კოლო მუანიმ პსჟ-ში 54-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო. მას კლუბთან ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი





