ფირმინო „ალ სადის“ ფეხბურთელია

0
10

რობერტო ფირმინო კარიერას  „ალ სადში“ განაგრძობს, რის შესახებ კატარული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.
ის 2023 წლის ზაფხულიდან საუდის არაბეთის „ალ აჰლიში“ გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 65 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გააკეთა.
ფირმინო 2015 წელს გერმანიის „ჰოფენჰაიმიდან“ „ლივერპულში“გადავიდა და 362 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 111-ჯერ აიღო.
მან მერსისაიდელებთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა თაბაგარი