დირკ შუსტერი: “მძიმე მატჩები გველოდება”

0
11

ქუთაისის “ტორპდოს” მთავარ მწვრთნე დირკ შუსტერს მიაჩნია, რომ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალაიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის “ომონიასთან” ორი მძიმე მატჩი ელოდებათ. გერმანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ დღეს გასამართ შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელმაც ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენიც დაესწრო.
დირკ შუსტერი: “ორდაბასთან” გასული ორი ურთულესი მატჩის შემდეგ გუნდი მეტად გაიზარდა. ვიცით, რომ წინ მძიმე მატჩები გველოდება. შესაძლოა, კვიპროსის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ვნახეთ მეტოქე გუნდის ბოლო მატჩები და კარგად შევისწავლეთ ის. ხვალ “ომონია” სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებს და ცხადია, ყველას გამარჯვება სურს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. ყველაფერი ორმატჩიან დაპირისპირებაში გადაწყდება. ვეცდებით ჩვენი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ.”
ბიორნ იონსენი: “ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ვითამაშეთ. ამ 1 წლის განმავლობაში ჩვენს კლუბში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა: ახალი მწვრთნელი გვყავს, უფრო ძლიერი შემადგენლობა. მოტივაცია არ გვაკლია და “ომონიასთან” სათამაშოდ მზად ვართ. ჩვენი მიზანი გვაქვს, შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს და მზად ვართ იმ ბრძოლისთვის, რომელიც წინ გველის”.
“ომონიასა” და “ტორპედოს” შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი