ხულენ ლოპეტეგი კატარის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

0
74

კატარის ეროვნულ ნაკრებს ხულელ ლოპეტეგი გაწვრთნის. 58 წლის ესპანელმა სპეციალისტმა კატარის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გააფორმა. მან თანამემამულე ლუის გარსია შეცვალა.
ლოპეტეგი კატარელებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დარჩენილ შეხვედრებში უხელმძღვანელებს. ამ აზიური ქვეყნის ეროვნულ გუნდს მუნდიალზე მოხვედრის შანსი მხოლოდ პლეი-ოფის საშუალებით აქვს.
ლოპეტეგი ბოლოს ლონდონის „ვესტ ჰემს“ ავარჯიშებდა, რომლიდან მიმდინარე წლის იანვარში დაითხოვეს. მანამდე, ის „რაიო ვალეკანოს“, „პორტუს“, ესპანეთის ნაკრებს, „რეალს“, „სევილიას“ და „ვულვერჰემპტონს“ წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი