პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის კარიერაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
პორტუგალიამ ერთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი თამაში სტუმრად დანიასთან 0:1 წააგო, ხოლო შინ სკანდინავიელები დამატებით დროში 5:2 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრაში ერთი გოლი რონალდუმ გაიტანა, რომელმაც თავის კარიერაში ყველა ტურნირში 929 გოლი მიითვალა. გარდა ამისა, მან ნაკრების მაისურით თავი 136-ჯერ გამოიჩინა.
40 წლის პორტუგალიელი ერთადერთი, რომელმაც ნაკრებში გოლი ზედიზედ 22 წლის განმავლობაში გააქვს. პორტუგალია ერთა ლიგის 1/2-ფინალში გერმანიას შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





