გურამ კაშია: “ნაკრებმა ძალიან ძლიერი მცველი შეიძინა”

0
124

გურამ კაშიას მიაჩნია, რომ საბა გოგლიჩიძის სახით საქართველოს ნაკრებმა ძალიან მაგარი ცენტრალური მცველი შეიძინა. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” სომხეთთან 6:1 ფამარჯვების შემდეგ განაცხადა.
გურამ კაშია: „ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი გვქონდა, რაც გვითამაშია. არ ვიცი, ჩენ ვითამაშეთ კარგად თუ მეტოქემ ცუდად, ასეთი სიამოვნება ჯერ პირველი ტაიმით არ მიმიღია. ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ შეტევაში.
გოგლიჩიძე უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენთვის დიდი დანამატია. სწრაფია, ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ახალგაზრდაა და საქართველოს ნაკრებმა ძალიან მაგარი ცენტრალური მცველი შეიძინა. მასთან თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე. ძალიან დიდი ხანი ითამაშებს საქართველოს ნაკრებში და აუცილებლად მაგარი მცველი იქნება.
თუ ნაკრებს დავჭირდები, აუცილებლად ნაკრებში ვიქნები, არ ვიცი, ეს ხმები საიდან ვრცელდება, არ მინდა, საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი, ნაკრებს თუ დავჭირდები, მე მზად ვარ. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპამდე დიდი დროა და ახლა პროგნოზის გაკეთება არ შეიძლება. დღეს ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ და იმედია, ასე იქნება სექტემბერშიც“.