საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ თავდამსხმელი ნიკა ხორხელი დაიმატა. 23 წლის ფეხბურთელი წყალტუბოს „სამგურალმა“ ლევან კორღალიძის გაწვრთნილ გუნდში ერთი წლით გაანათხოვრა.
გასული სეზონი ხორხელმა იერუსალიმის „ბეითარში“ დაიწყო, სადაც 13 მატჩში გოლი არ გაუტანია, ხოლო შემდეგ „სამგურალში“ დაბრუნდა და 9 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.
ის პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ასევე ბოლნისის „სიონში“ გამოდიოდა. ხორხელმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 77 თამაში ჩაატარა და 16 გოლის გატანის გარდა, 11 საგოლე პასი გააკეთა. მან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 6-ჯერ ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





