ნეიმარმა შესაძლოა კარიერა MLS-ში გააგრძელოს. Foot Mercato-ს ინფორმაციით „ალ ჰილალის“ თავდამსხმელი მოლაპარაკებას „ჩიკაგო ფაირთან“ აწარმოებს. ამერიკულ კლუბს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შეძენა იანვარში სურს და ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს.
ნეიმარს 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე მუხლის ჯვარედინი მყესის გაწყვეტის გამო არ უთამაშია. მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა – „ალ ჰილალთან“ (5:4) და „ესტეღლალთან“ (3:0). მან მეორე მატჩის მიწურულს ისევ ტრავმა მიიღო.
32 წლის ნეიმარმა ამ სეზონში მოედანზე საერთო ჯამში 42 წუთი დაჰყო და 101 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ლაშა თაბაგარი





