არაუხო კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს

0
85

რონალდ არაუხო „ბარსელონადან“ ტურინის „იუვენტუსში“ გადადის, რის შესახებ გამოცემა La Repubblica იუწყება.
იტალიური კლუბი ურუგვაის ეროვნული ნაკრების მცველს იჯარით მიმდინარე სეზონის ბოლომდე აიყვანენ. არაუხო „იუვესთან“ ხელშეკრულების გასაფორმებლად ტურინში მომავალ კვირაში ჩავა. 25 წლის ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მოირჩინა, რომლის გამო წელიწადნახევარი ვერ თამაშობდა.
არაუხო „ბარსელონაში“ 2018 წელს გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 151 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი