„ნაპოლი“ კვარაცხელიას წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობს

0
84

„ნაპოლის“ ხელმძღვანელები ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს გახანგრძლივებას 2029 წლამდე სთავაზობს და მზადაა წელიწადში 6 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამის შესახებ ჟურნალისტი ეკრემი კონურა იუწყება. გარდა ამისა, მხარეები საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის გამოსასყიდი თანხის რაოდენობასაც განიხილავენ. „ნაპოლის“ სურს, რომ კვარაცხელიას ფასი 100 მილიონი ევრო იყოს.
ხვიჩას ნეაპოლელებთან მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს. 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი