„ბარსელონას“ ექსთავკაცი ჩინეთში იმუშავებს

0
67

„ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი სამუშაოდ ჩინეთში წავიდა. ესპანელმა სპეციალისტმა კონტრაქტი „ბეიძინ გოანთან“ გააფორმა, რომელმაც ჩინეთი სუპერლიგაში 2024 წლის სეზონი მე-4 ადგილზრ დაასრულა. სეტიენი ბოლოს „ვილიარელაში“ მუშაობდა, რომლიდან 2023 წლის სექტემბერში დაითხოვეს. ის „ბარსელონას“ 2020 წლის იანვრიდან იმავე წლის აგვისტომდე ავარჯიშებდა. 66 წლის სეტიენი კარიერის განმავლობაში ასევე „ლოგრონიესს“, „ლუგოს“, „ლას პალმასს“ და „ბეტისს“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი