კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკეეთესო ფეხბურთელი „გაგრას“ თავდამსხმელი გიორგი ხარებაშვილი გახდა. ამის შესახებ erovnuliliga.ge იუწყება. მან 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ხარებაშვილმა ჩემპიონატის განვლილ 36 თამაშში საერთო ჯამში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო, ხოლო პარტნიორებს 7-ჯერ გაატანინა. „გაგრამ“ 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი დაიკავა და ლიგაში დასარჩენ პლეი-აუტში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მე-3 ადგილზე გასულ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება.
მე-4 წრის საუკეთესო მწვრთნელად ლევან კორღალიძე აღიარეს, რომელმაც თბილისის „იბერია“ გააჩემპიონა. 43 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით თბილისელებმა დასკვნით წრეში გაამრთული 9 შეხვედრიდან 7 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს – 16 გოლი გაიტანეს და 9 გაუშვეს.
მე-4 წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: დავით კერესელიძე (დილა).
მცველები: ცოტნე კაპანაძე (იბერია), დერეკ აგიაკვა (იბერია), კალი ბანდეირა (დილა), გიორგი ახალაძე (კოლხეთი).
ნახევარმცველები: მარიო ბალბურდია (დინამო ბთ), ბაქარ ქარდავა (იბერია), ფელიპე პირესი (ტორპედო).
თავდამსხმელები: გიორგი ხარებაშვილი (გაგრა), ლევან კუტალია (სამგურალი), ტაირელ ვოუტერი (დილა)





