„ვალენსია“ თასის მომდევნო ეტაპზეა – მამარდაშვილს არ უთამაშია

0
45

„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა. ესპანეთის ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი ვალენსიელები სტუმრად ქვედალიგელ „ეხეას“ შეხვდა და 3:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე დაასვენეს და განაცხადში არ იყო.
სტუმრებიდან ანგარიში 49-ე წუთზე კორდობამ გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე გომესმა მასპინძლების კარი მეორედ აიღო. მასპინძლებიდან 71-ე წუთზე ერთი ბურთი გაბრი პაიმასმა გაქვითა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე საბოლოო ანგარიში რაფა მირმა დააფიქსირა.
ლაშა თაბაგარი