ხორხე სამპაოლი საფრანგეთის ლიგა 1-ში იმუშავებს

0
76

ხორხე სამპაოლი საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე „რენს“ გაწვრთნის. არგენტინელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან სტეფანო ჟულიენი შეცვალა. ბოლოს, სამპაოლი ბრაზილიის „ფლამენგოში“ მუშაობდა – 2023 წლის აპრილიდან იმავე წლის სექტემბრამდე. „რენამდე“ ის ევროპაში ესპანეთის „სევილიას“ და საფრანგეთის „მარსელს“ ავარჯიშებდა.
64 წლის სამხრეთ ამერიკელი სანაკრებო დონეზე ჩილეს და არგენტინას ხელმძღვანელობდა. მან ჩილელებს 2015 წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი მოაგებინა.
„რენი“ 11 ტურის შემდეგ 11 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი