საქართველოს ფუტსალისთან ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც ავთანდილ ასათიანი წვრთნის, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლატვიის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ოთხბურთიანი სხვაობით დაამრცხდა. ამ გუნდებს შორის პირველი თამაში 2:2 დასრულდა.
მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში ლატვიელტა ლიდერმა ტარაკანოვსმა გახსნა, როდესაც საჯარიმოსი გათამაშების შემდეგ ზუსტად დაარტყა – 0:1. მე-19 წუთზე თავის საჯარიმოში წაქცეული შოთა თოფურია ხელით ბურთს შეეხო და მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ პენალტი დანიშნა, რომელიც ტარაკანოვსმა გამოიყენა. მე-20 წუთზე საქართველოს ნაკრებმა შეტევაში დაკარგა ბურთი და ვინაიდან მეკარე თორნიკე ბუკია წინ გამოსული იყო, სტრაზდინშმა თავისი ნახევრიდან ცარიელ კარში გაიტანა,
მე-20 წუთზე ღავთაძემ 9-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა – 1:3. 28-ე წუთზე ლატვიელებმა თავის საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვიეს და სებისკვერაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა – 2:3. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ანგარიში გათანაბრების ორი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა ხარატიშვილმა ოპონენტს ვერ აჯობა, ხოლო შემდეგ ასევე ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან სებისკვერაძემ კარს ააცილა.
33-ე წუთზე ახლო მანძილიდან ბაკლანოვსის თავით დარტყმული ბურთი ბექა ტყემალაძემ მოიგერია, მაგრამ ლატვიელმა ზუსტად დაამატა – 2:4.
33-ე წუთზე ჩვენი გუნდის მოთამაშემ არაზუსტი გადაცემა გააკეთა და ბაკლანოვსმა ლატვიელთა ნახევრიდან ერთი შეხებით ცარიელ კარში შეაგდო – 2:5. 39-ე წუთზე სტუმართა მეკარე მუმიეკსმა საკუთარი საჯარიმოდან აიღო საქართველოს ნაკრების დაუცველი კარი – 2:6.
მატჩის ოქმი – საქართველო 2:6 ლატვია
ლაშა თაბაგარი





