ქუთაისის “ტორპედო” კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ითამაშებს. მართალია, შოტლანდიელი სტივ კინის შეგირდებმა შინ პირველი მატჩი ფრედ (1:1) დაასრულეს, მაგრამ საპასუხო შეხვედრა მოიგეს და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს.
ტირანაში ჩატარებულ შეხვედრაში ქუთაისელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ანაგრიშიც გახსნეს. მე-3 წუთზე გიორგი მჭედლიშვილი შეტევაში მარჯვნე ფლანგიდან ჩაერთო და ზუსტი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში ნორვეგიელ ბიორნ იონსენს, რომელმაც ერთი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა – 0:1.
მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ალბანელები ცდილობდნენ სახიფათოდ შეეტიათ, არაფერი გამოუვიდათ. მეორე ტაიმში პირიქით “ტორპედოს” ჰქონდა საგოლე შანსი, როდესაც იონსენი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმული მასპინძელთა გოლკიპერმა მოიგერია. ამის შემდეგ, ნორვეგიელი ტირანელთა კარს კიდევ ერთხელ დაემუქრა, მაგრამ ისევ უშედეგოდ, არადა, შეეძლო ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი გიული მანჯგალაძისთვის პასი მიეცა. საბოლოოდ, “ტორპედომ” ანგარიში შეინარჩუნა და მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის “ომონიას” დაუპირისპირდება. პირველი მატცი 25 ივლისს შედგება, ხოლო საპასუხო 1 აგვისტოს.
„ტირანა“ – „ტორპედო“ 0:1 (0:1)
18 ივლისი. ტირანა. „ელბანს არენა“.
„ტირანა“: სელმანი, კოლა, მეტა (იარმუნი 46), მიჩი, ისუფი, იონუზი, სოლერი (დემბელე 80), პერგიონი; ჰაქსიუ (აბა 80), ბაიროვიჩი (ნდრეკა 71), პრენგაი (ისმაილი 80).
მთავარი მწვრთნელი: ბლედი შკემბი.
„ტორპედო“: კლიაიჩი, მჭედლიშვილი, ნადარაია, სანდოხაძე, აურო (ბიძინაშვილი 61), მონტეირო, ელიტონი (შერგელაშვილი 71), გიგაური (მანჯგალაძე 85),ნინკოვიჩი, იონსენი, პირესი.
მთავარი მწვრთნელი: სტივ კინი.
გოლი: 0:1 იონსენი (3)
გაფრთხილება: იონუზი (7), აურო (60), გიგაური (81).
მთავარი მსაჯი: დალიბორ ჩერნი (ჩეხეთი).
ლაშა თაბაგარი





