ევროპის ჩემპიონატზე მყოფი საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა

0
51

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს ატარებს, ივნისის თვის ფიფას რეიტინგში მაისთან შედარებით ერთი საფეხურით დაწინაურდა. დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში ვილი სანიოლის შეგირდები 74-ე პოზიციაზე არიან.
ჩეხეთის ეროვნული გუნდი, რომელსაც ჩვენი ნაკრები F ჯგუფში 22 ივნისს ჰამბურგში დაუპირისპირდება, რეიტინგში 34-ე პოზიციაზე. პორტუგალია, რომელთან სანიოლის შეგირდები ჯგუფის ბოლო მატჩს გელზენკირხენში ჩაატარებენ – მეექვსეა.
რეიტინგის სათავეში ისევ არგენტინაა, მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე – ბელგია.

ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ ვუპერტალიდან
მადლობა სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას დახმარებისთვის