ედინ ტერზიჩი: „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება დავიმსახურეთ“

0
68

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში შინ მადრიდის „ატლეტიკოს“ 4:2 დამარცხების და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად მოხვდა.
„ძალიან მიხარია და ძალიან ამაყი ვარ. საუცხოო ატმოსფერო იყო. განვლილ მატჩში ორ ეპიზოდს შესაძლოა უკან გადავესროლეთ, მაგრამ ძლიერები აღმოვჩნდით და საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე გავედით.
სიამაყით მინდა ვთქვა, რომ „ატლეტიკოს“ დონის გუნდთან გამარჯვება დავიმსახურეთ. ახლა პსჟ-ს უნდა შევხდეთ, რომელთან მიმდინარე სეზონში ჯგუფში პირველი თამაში ცუდად ჩავატარეთ და 0:2 წავაგეთ. მეორე მატჩში (1:1) უკეთესად მოვემზადეთ და გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. ვფიქრობ, ახლა უკეთესად ვთამაშოიბთ, ვიდრე ჯგუფურ ეტაპზე“ – ციტირებს ტერზიჩს გერმანული მედია.
ლაშა თაბაგარი