ხავი: „მსაჯმა თამაში „მოკლა“

0
41

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ პსჟ-სთან 1:4 წაგების და ტურნირიდან გამოთიშვის მერე, განაცხადა, რომ მსაჯმა თამაში „მოკლა“.
„უკმაყოფილო და გაბრაზებული ვარ. ჩვენ კარგად ორგანიზებული ვიყავით, როდესაც თანაბარი შემადგენლობებით ვთამაშობდით. ასეთ მატჩში წითელი ბარათის ჩვენება ზედმეტია. ჩვენი ფეხბურთელი გაძევების მერე, სულ სხვა თამაში წავიდა.
რაც არ უნდა ვისაუბროთ, გაძევებას ყველაფერს გადაფარავს, რადგან 10 კაცით თამაში რთულია. საწყენია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში გაწეული სამუშაოს მსაჯის გადაწყვეტილებამ დაასრულა. მე მინდოდა, რომ ყოველ წუთს თერთმეტი თერთმეტზე გვეთამაშა. გაძევების საჭიროება არ იყო.
მსაჯს ვუთხარი, რომ ცუდად მოიქცა და ეს კატასტროფა იყო. მან დაპირისპირება მოკლა და შეცვალა. მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა ვთქვათ და გაჩუმება არ შეგვიძლია. „ბარსა“ კიდევ ერთხელ ცდის. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში ძალიან ღირსეულად ვითამაშეთ, შემიძლია ვთქვა, რომ საუცხოოდ“ – იუწყება ხავის ნათქვამს ესპანური მედია.
ლაშა თაბაგარი