პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მომგები ფერნანდუ სანტუში სტამბოლის „ბეშიქთაშის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდანდაითხოვეს.
69 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „ბეშიქთაშში“ მიმდინარე წლის იანვრიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული 16 მატჩიდან 7 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.სანტუში პორტიგალიის ნაკრებისა და “ბეშიქთაშის” გარდა, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ასევე პორტუგალიის „პორტუს“, „სპორტინგს“, „ბენფიკას“ და საბერძნეთის ერივნულ ნაკრებს ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





