ლუის ენრიკე: „დარწმუნებული ვართ რომ სიტუაციის გარდატეხას მოვახერხებთ“

0
53

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „ბარსელონასთან“ სტუმრად ჩასატარებელ საპასუხო შეხვედრაში სიტუაციის გარდატეხას და შემდეგ ეტაპზე გასვლას მოახერხებენ. შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა პირველი მატჩი შინ 2:3 წააგეს.
„ჩემი გუნდის თითოეულ მოთამაშეს გამარჯვება სურს. პსჟ პლეი-ოფში პირველი მატჩის წაგების შემდეგ, შემდეგ ეტაპზე არასოდეს გასულა, მაგრამ მომავალ მატჩში გავიმარჯვებთ და მომდევნო რაუნდში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვართ, რომ სიტუაციის გარდატეხას მოვახერხებთ. საპასუხო მატჩს სხვა ხასიათი ექნება. ჩვენ საკუთარი თამაშის გაანალიზები და გაუმჯობესების შესაძლებლობა გვქონდა. პირველი მატჩის შედეგი იმას არ ასახავს, რასაც ვიმსახურებდით.
დაცემის მერე წამოდგომას ვახერხებთ და უმაღლესი დონის სპორტის არსი ესაა. სპორტსმენმა ეს უნდა იცოდეს. ვარჯიშზე ჩვენი სტრატეგია კარგად მოვამზადეთ. ისევ მზად ვართ, რომ საკუთარი თამაში ვითამაშოთ. „ბარსას“ შეუძლია ლევანდოვსკიზე გრძელი გადაცემები გააკეთოს. ვვარაუდობ, რომ საპასუხო მატჩიც პირველი ანალოგიური იქნება და გოლს ორივე გუნდი გაიტანს“ – იუწყება ესპანელის სპეციალისტის ნათქვამს ფრანგულია მედია.
“ბარსელონა” – პსჟ-ს მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი