ენდრიკი მომავალ სეზონს „რეალის“ ძირითად გუნდში დაიწყებს

0
31

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ენდრიკი მომავალ სეზონს მადრიდის „რეალის“ ძირითად გუნდში დაიწყებს.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს მტკიცებით ესპანური გრანდი 17 წლის ფორვარდის განათხოვრებას ან მეორე გუნდ „კასტილიაში“ გაშვებას არ გეგმავენ. როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული ენდრიკი 1 ივლისს „რეალის“ ძირითად გუნდს შეუერთდება.
მადრიდელებმა  ბრაზილიელის სანაცვლოდ „პალმეირასს“ 45 მილიონი ევრო გადაუხადეს. ენდრიკმა „პალმეირასის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 67 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.
მას ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი 23 მარტს ლონდონში „უემბლიზე“ ინგლისთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა. ის „უემბლის“ არსებობის ისტორიაში სანაკრებო დონეზე ჩატარებულ შეხვედრებში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი