მარცხენა მცველი მარკოს ალონსო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბარსელონადან” წავა, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. კლუბის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ არ გაახანგრძლივებენ კონტრაქტს, რომლის ვადა მიმდინარე წლის ივნისში იწურება.
ალონსო “ბარსელონაში” 2022 წლის სექტემბერში გადავიდა და პირველ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 37 მატჩში 2 გოლი გაიტანა. თუმცა, მიმდინარე სეზონში მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა.
“ბარსელონამდე” 33 წლის ალონსო “რეალში”, “ბოლტონში”, “ფიორენტინაში”, “სანდერლენდში” და “ჩელსიში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





