„სალერნიტანამ“ ისევ კოლაუტანოს უხმო

0
40

იტალიის სერია A-ს აუტსაიდერ „სალერნიტანას“ სტეფანო კოლაუტანო გაწვრთნის. 61 წლის ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო ლივერანი შეცვალა, რომელიც გუნდს თებერვლიდან ავარჯიშებდა და 5 თამაშიდან ვერცერთი მოაგებინა. კოლაუტანო „სალერნიტანაში“ მესამედ მიბრუნდა, მანამდე, ის სალერნოელებს 2017-2018 და 2021-2022 წლებში ავარჯიშებდა. იტალიიის ჩემპიონატში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ „სალერნიტანას“ 14 ქულა აქვს.
ლაშა თაბაგარი