ტაბატაძე უზბეკეთში ბომბარდირთა დავაში გალიდერდა

0
51

თომა ტაბატაძე უზბეკეთის სუპერლიგის სტარტზე შესაშური შედეგიანობით გამოირჩა. ამაზე ქართველი თავდამსხმელის მიერ სამ მატჩში შესრულებული მეორე დუბლი მოწმობს. მე-3 ტურში „ნავბახორი“ სტუმრად „ბუნედკორს“ დაუპირისპირდა და ტაბატაძის კარგი თამაშის მიუხედავად მხოლოდ ქულა აიღო. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის მიერ საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, მეკარეს თავით დაასწრო – 0:1. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი ექვს წუთში გაიტანეს. 74-ე წუთზე ტაბატაძემ პენალტი გამოიყენა და 89-ე წუთზე შეცვალეს. მან სამ მატჩში 5 გოლი გაიტანა და უზბეკეთის ჩემპიონატის ბომბარდირებში ლიდერია. ბუნედკორმა“ ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე გადაარჩინა. „ნავბახორის“ განაცხადში კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე იყო, რომელსაც არ უთამაშია. სამი ტურის მერე „ნავბახორი“ 5 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი