მამარდაშვილი „ლას პალმასთან“ დამარცხდა

0
64

“ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „ლას პალმასს“ შეხვდა და მატჩის  ბოლო წუთებში დამარცხდა. მაპინძლებმა ანგარიში 89-ე წუთზე გახნეს, როდესაც მარცხენა ფლანგიდნ კარდონას ჩაწოდების მერე ალექს სუარესმა მეტოქის საჯარიმოში ყველას დაასწრო და თავით გაიტანა.
მსაჯის მიერ ძირითდი დროსთვის დამტებულ მე-5 წუთზე მარცხენა ფრთიდან მასპინძელი ფეხბურთელის გაკეთებული პასის მერე, მამარდაშვილმა ხელში ვერ შეიმაგრა ბურთი, რომელსაც კარში ადგილი კარდონამ მიუჩინა.
„ვალენსია“ 35 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი