საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთს მეორე ამხანაგური მატჩიც მოუგო. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში მეტოქე პირველი სპარინგის მსგავსად ისევ 4:2 დაამარცხა.
სტუმრები მე-8 წუთზე ჰოდნოდიმ დააწინაურა, ხოლო მე-11 წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის მიწურულს ჯანიკო გიორგაიამ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა, ხოლო შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე თავი გიორგი ღავთაძემ გამოიჩინა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში საქართველოს ნაკრების კარი ბოშნიაგამ აიღო. 29-ე წუთზე ირაკლი თოდუამ ანგარიშში ხვააობა იევ ორ ბურთამდე გაზარდა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
ლაშა თაბაგარი





