„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ხავს განცხადებით, კლუბის ხელმძღვანელები ურჩევენ, რომ თანამდებობიდან წასვლაზე ფიქრი დაივიწყოს.
„ხელმძღვანელები მირჩევენ, რომ წასვლაზე ფიქრი დავივიწყო. ისინი კმაყოფილი არიან პროექტით, რომლითაც პრეზიდენტი ამაყობს და სპორტულ დირექტორ დეკუსთან ერთად უკვე მომავალი სეზონის საკითხებს განვიხილავთ. ჩემი წასვლის შესახებ ჭორები გასული წლის აგვისტოდან ვრცელდება, მაგრამ ჯერ კიდევ აქ ვარ.
ჩემი მომავლის შესახებ მშვიდად ვარ. ამ კლუბში უკვე ორწელიწადნახევარია ვმუშაობ. ვფიქრობ, აქ ამ ვადაზე უფრო ნაკლები დრო დავრჩები, ვიდრე – მეტი. პეპი ამ გუნდში ოთხი წელი იყო, ლუის ენრიკე – სამი. დადგება დრო, როდესაც წასვლა მომიწევს, ამაში დარწმუნებული იყავით“ – იუწყება ხავის ნათქვამს ესპანური მედია.
ხავი „ბარსელონაში“ 2021 წლიდან მუშაობ და გასულ სეზონში გუნდს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, ხოლო ამჟამად კატალონიელები სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან – „ჟირონას“ და „რეალს“ ჩამორჩებიან.
ლაშა თაბაგარი





