ფრანჩესკო ტოტის შვილი „რაიო ვალეკანოში“ გადავიდა

0
61

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ფრანჩესკო ტოტის შვილი კრისტიან ტოტი ესპანეთის „რაიო ვალეკანოში“ გადავიდა. 18 წლის ფეხბურთელმა იტალიურ „ფროზინონესთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ლა ლიგის კლუბს მიაშურა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა „რაიოში“ პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა, რომელსაც მამამისი დაესწრო.
უმცროსი ტოტი ამპლუით თავდამსხმელი. ის „რომას“ აკადემიის აღზრდილია და 2023 წელს „ფროზინონეს“ 19-წლამდელთა გუნდში გადავიდა., რომელშიც ჩატარებულ 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში „რიო ვალეკანო“ 20 ტურში მოპოვებული 23 ქულით მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი