„ბორდომ“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ში შინ სამი ქულა გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერ „ვალანსიენთან“ აიღო.
ჟირონდელებმა მეტოქე, რომლის სასტარტოში ბათუმის „დინამოს“ ექსფორვარდი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი იყო, 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა. უგოლო პირველი ტაიმის მერე, „ბორდოდან“ 57-ე წუთზე ანგარიში ბიუმლამ გახნა, ხოლო პედრო დიასმა 65-ე წუთზე მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. მე-80 წუთზე ბუტუტავიმ ანგარიში შეამცირა, მაგრამ 86-ე წუთზე ვიპოტნიკმა „ვალანსიენის“ კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დაფიქსირა.
ლაშა თაბაგარი





