გვილიამ „სლოვანში“ ითამაშა

0
44

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია ბრატისლავას „სლოვანის“ შემადგენლობაში ვარჯიშობს.
სლოვაკური გუნდი შეკრებაზე ყატარშია, სადაც ამხანაგურ მატჩში მოსკოვის „დინამოსთან“ 1:2 წააგო და გვილია მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, ის 2023 წლის იანვრიდან თავისუფალი აგენტია, მას მერე რაც პოლონეთის „რაკუვთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. გასული წლის მარტში გვილია პოლონურ ვარშავის „ლეგიაში“ ვარჯიშობდა, სადაც საბოლოოდ არ დაიტოვეს. 29 წლის გვილია გვილია „რაკუვამდე“ უკრაინის ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, ბელარუსის „მინსკში“ და ბატეში, შვეიცარიის „ლუცერნში“, პოლონეთის „გურნიკში“ და „ლეგიაში“ თამაშობდა. „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მას კარგად იცნობს, რაადგან ეროვნულ ნაკრებში სწორედ მან მიიწვია გვილია პირველად.
უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, „სლოვანის“ სასტარტოში საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა იყვნენ, ხოლო „დინამოს“ საწყისს თერთმეტეულში ლუკა გაგნიძემ ითამაშა. „სლოვანიდან“ ერთადერთი გოლი კანკავამ გაიტანა, როდესაც პარტნიორის პასის მერე საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი კარის გახეულ ბადეში გაძვრა.
ლაშა თაბაგარი