“ტორპედოში” ნორვეგიის ნაკრების ექსფორვარდი ჩაირიცხა

0
115

ქუთაისის “ტორპედომ”, რომელიც ახალი სეზონის დაწყებამდე თურქეთში შეკრებას გადის, 32 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი  ბიორბ იონსენი დაიმატა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. ნორვეგიელ ფორვარდ ბიორნ იონსენს ჰოლანდიის ერედივიზიონში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი, როდესაც ის “დენ ჰააგის”, “ალკმაარისა” და ბოლოს 2022-23 წლებში “კამბურის” ღირსებას იცავდა.
2020 წელს ის “ულსან ჰიუნდაისთან” ერთად (სამხრეთ კორეა) ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.
ბიორნ იონსენი ასევე თამაშობდა “ჰართსში” (2016-2017), სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი 6 გოლით დაასრულა, იყო ნორვეგიის “რუსენბორგსა” (2019) და კაანდის “მონრეალში” (2021-22). “ტორპედოს” ახალწვეულს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში (2017-2020 წლებში) ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი”.
ლაშა თაბაგარი