კვარაცხელია “ატალანტასთან” მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს

0
70

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში “ნაპოლიმ” სტუმრად ბერგამოს “ატალანტა” 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროცნული ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ განვლილი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა.
ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა კვარაცხელია “ნაპოლიში” საუკეთესოდ დაასახელა და 7,0 დაუწერა.
“ეს ალბათ ჯერ ის “კვარა” არაა, რომელიც გასულ სეზონში იყო, მაგრამ სტანდარტს ძალიან სწრაფად უახლოვდება. როდესაც მასში ნაპერწკალი გაღვივდება, მეტოქეს ყოველთვის შიშს გვრის. ჰატებურუ “კვარას” წინააღმდეგ ძალიან უხეშობდა, როსთვისაც დაისაჯა. “კვარამ” თავისი გოლი ფორვარდის სტილში გაიტანა”- იუწყება La Gazzetta dello Sport..
გამოცემა Corriere dello Sport-მა კვარაცხელია ნეაპოლელთა შორის ასევე საუკეთესოდ მიიჩნია და მას 7,0 დაუწერა:
“სკალვინიმ ჰაერში  ვერ შეაჩერა “კვარა”, რომელმაც თავიტ გაიტანა. ის კვლავ გაიფურჩქნა – მისთვის ჩვეული გადაადგილების თავისუფლება მიიღო და “კვარამ” თითქოს მხრებიდან არასაჭირო ტვირთი მოიხსნა. მაცარისთან მის ემოციურ ჩახუტებაში გამოიხატა “კვარას” დამოკიდებული იმის მიმართ, რაც გუნდში შეიცვალა”.
მხოლოდ Tuttosport -მა გადაწყვიტა, რომ ოსიმენმა ხვიჩაზე კარგად ითამაშა – ნიგერიელს 7,0 დაუწერა, ხოლო ქართველს 6,5.
“კვარაცხელიამ თამაშის მსვლელობა თავური დარტყმით შეცვალა ანუ ელემენტით, რომელიც მისი სპეციალობა არაა”.
ლაშა თაბაგარი