ბათუმის “დინამოს” ახალი არენით უსასყიდლოდ ისარგებლებს

0
57

საფეხბურთო კლუბი ბათუმის “დინამო” საშინაო სტადიონის იჯარისთვის თანხას აღარ გადაიხდის. ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის სხდომაზე დღეს მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გააჟღერა:
“„მსურს გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ბათუმის დინამოს ხელშეწყობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ცენტრალური სტადიონით გუნდი ისარგებლებს უსასყიდლოდ შემდეგი წლების განმავლობაში და მე მათ ვუსურვებ წარმატებას“.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი ბათუმელები 56 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობენ და მეორე ადგილზე მყოფ თბილისის “დინამოს” 7 ქულით ასწრებენ.
ლაშა თაბაგარი