“თელავს” სლოვაკი მცველი შეემატა

0
26

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ “თელავს” სლოვაკი მცველი იოზეფ მენიხი შეემატა. ამის შესახებ თელაველთა პრესსამსახური იუწყება:
“გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 28 წლის სლოვაკი მცველი იოზეფ მენიხი დაიცავს.
მენიხი – დაიბადა: 1994 წლის 15 სექტემბერს; სიმაღლე: 184 სმ; წონა: 80 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “პარტიზანი” (ტირანა, ალბანეთი).
ლოვაკი მცველი ჩვენს გუნდში ტირანას “პარტიზანიდან” გადმოვიდა, რომლის შემადგენლობაში ალბანეთის ჩემპიონი გახდა და გუნდიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა – იოზეფ მენიხს “პარტიზანიმდე”, სხვადასხვა დროს სლოვაკურ კლუბებში (“ზვოლენი”, “რუჟომბეროკი”, “სერედი”, სპარტაკ ტრნავა” და “ზლატე მორავცე) უთამაშია და ალბანეთის ჩემპიონობის გარდა, “რუჟომბეროკის” შემადგენლობაში სლოვაკეთის 2017/2018 წლების სეზონის თასის ფინალისტია”.