საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის „მარიტიმუსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. მან ამის შესახებ თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა/
33 წლის ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ ის ფუნშალელთა სამწვრთნელო შტაბის გეგმაში არ შედიოდა და ამიტომ, მხარეებმა დაშორება გადაწყვიტეს.
მაკარიძე „მარიტიმუში“ მიმდინარე წლის იანვარში მივიდა და 6-ჯერ ითამაშა. ქართველი გოლკიპერი „მარიტიმუმდე“ თბილისის „დინამოში“, საფრანგეთის „ლე მანში“, კვიპროსის „დოქსაში“, პორტუგალიის „ფეირენსეში“, „მორეირენსეში“, „რიუ ავეში“, „სეტუბალში“, „პონფერანდინას“ და ესპანეთის „ალმერიაში“ თამშობდა.
მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა.
გიორგის საფრანგეთის ლიგა 1-ში ორ მატჩში აქვს ნათამაშები – 2009 წელს „სენტ ეტიენისა“ და „მონპელიეს“ წინააღმდეგ.
ლაშა თააბაგარი





