საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ბენჟამენ მენდი საფეხბურთო მოედანზე ბრუნდება. 29 წლის მოთამაშემ ორწლიანი კონტრაქტი „ლორიანთან“ გააფორმა.
2017 წელს „მანჩესტერ სიტიმ“ მენდი „მონაკოდან“ 57,7 მილიონ ევროდ იყიდა და ფრანგი იმ მომენტისთვის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი იყო. ის 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
თუმცა, 2021 წლის აგვისტოდან მენდი იძულებით ფეხბურთს ჩამოშორდა, რადგა რამდენიმე ქალის გაუპატიურებას აბრალებდნენ. მიმდინარე წლის 14 ივლისს მას ყველა ბრალდება მოუხსნეს. გამოძიების გაჭიანურების გამო მენდი მოედანზე 2 წელია არ გასულა.





