პიონტეკი „ბაშაქშეჰირისთვის“ შეუტევს

0
82

კშიშტოფ პიონტეკი კარიერას „ისთანბულ ბაშაქშეჰირში“ გააგრძელებს. პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თურქულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 28 წლის ფეხბურთელი სტამბოლელთა შემადგენლობაში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გასულ სეზონში პიონტეკი იტალიის „სალერნიტანაში“ გამოდიოდა, სადავ 33 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
პიონტეკი „სალერნიტანამდე“ პოლონეთის ლუბინის „ზაგლებიეში“, „კრაკოვიაში“, იტალიის „ჯენოაში“, „მილანში“, „ფიორენტინაში“ და გერმანულ ბერლინის „ჰერტაში“ თამაშობდა.