მიუნხენის „ბაიერნი“ ლუკა პარკაძეს 6 თვით ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „ადმირაში“ გაანათხოვრებს.
laola1.at-ის ინფორმაციით, „ადმირას“ მთავარმა მწვრთნელმა თომას პრატლმა გაანცხადა, რომ 18 წლის ფეხბურთელი, რომელიც „ბაიერნის“ მეორე გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა, დღეს კლუბის ოფიციალურ პირებს თავისი იჯარის ბოლო დეტალების დასაზუსტებლად შეხვდა.
პარკაძე „ადმირაში“ ანჯელო გატერმაიერის შემცვლელად განიხილება, რომელიც მანჰეიმის „ვალდჰოფში“ გადავიდა.
პარკაძე, რომელმაც პროფესიონალური კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 3-ჯერ “გაგრაში” ითამაშა, სადაც ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა გაანათხოვრა.
ლაშა თაბაგარი





