“ასტანას” მთავარ მწვრთნელ გრიგორი ბაბაიანს მიაჩნია, რომ მის გუნდს საშინაო მატჩში რა უპირატესობაც ჰქონდა, თბილისში არ ექნება. ყაზახური გუნდის თავკაცმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვალ თბილისში “დინამოსთან” გასამართ საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ასტანელთა ფეხბურთელი ელხან ასტანოვიც დაესწრო.
სერგეი ბაბაიანი: “პირველი მატჩის შემდეგ გავაანალიზეთ, როგორი მეტოქე გვყავს. ასტანაში რა უპირატესობაც გვქონდა, ის თბილისში აღარ გვექნება. იმედი გვაქვს, ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ. ცვლილებები იქნება, რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ, რომლებსაც დრო სჭირდებოდათ შეთამაშებისთვის. კიდევ ერთხელ ვივარჯიშებთ, რის შემდეგაც გადავწყვეტ, ვინ უნდა ითამაშოს.ფეხბურთელებმა უნდა გაიზარონ, ვის ეთამაშებიან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბოლომდე დახარჯვის გარეშე არაფერი გამოვა. ამ მატჩის წინაც ვიტყვი, შანსები 50/50-ზეა. ქომაგები “დინამოს” უფრო მეტი ეყოლება.
მომენტები გვქონდა პირველ ტაიმში, მაგრამ დინამომ მეორე ტაიმში შემოგვიტია. დაცვას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და ზონები თავისუფალი არ უნდა დავტოვოთ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 200%-ით უნდა დავიხარჯოთ.
“უპირველეს ყოვლისა, იმ ძლიერი გუნდიდან მხოლოდ 2 ფეხბურთელი დარჩა. გამარჯვებულის მენტალიტეტს მალე დავიბრუნებთ. პრობლემები გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ კლუბი ამ პრობლემებს გამოცდილებასთან ერთად გადალახავს.
“დინამო” ბურთის კონტროლში ძლიერია და გამოკვეთილი სუსტი წერტილი ნამდვილად არ აქვს. ყაზახეთის ჩემპიონატში დინამო თბილისი სამეულის გუნდი იქნებოდა.
ელხან ასტანოვი: “მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ცოტა დრო მოეცა ჩემთვის და მას ამაში ვეთანხმები, ეს მისი საქმეა. მეორე მატჩში უფრო მეტ დროს ველელოდები. მირჩევნია, რომ მარცხენა ფრთაზე მათამაშონ – მნიშვნელობა არ აქვს, შეტევაში ვიქნები თუ დაცვაში. დინამო თბილისი ძალიან კარგად გამოიყურებოდა ყაზახეთში, უსმანე კამარას გამოვარჩევდი. ჩვენთვის სტუმრად თამაში გაცილებით რთული იქნება. ადაპტაციას მალე გავივლით და მსურს, რომ კარგად ვითამაშოთ.”





