სევილიას „ბეტისმა“ გარემარბი ექტორ ბელერინი დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ლონდონის „არსენალის“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ის სევილიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ლისაბონის „სპორტინგთან“ კონტრაქტი ამოეწურა. ბელერინი „სპორტინგში“ მიმდინარე წლის 31 იანვარს გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 31 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ბელერინი „ბეტისში“ 2021-2022 წლების სეზონში იჯარით გამოდიოდა და 32-ჯერ ითამაშა, მაგრამ მეტოქის კარი არ აუღია.





