ვილიანი „ფულემში“ დაბრუნდა

0
55

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ვილიანი ისევ „ფულემში“ ითამაშებს. მან გასული სეზონი ლონდონურ გუნდში გაატარა, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში 30 მატჩი ჩატარა და 5 გოლი გაიტანა. სეზონის დასრულების შემდეგ ვილიანმა „ფულემი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მაგრამ რამდენიმე კვირაში დაბრუნდა და კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.