„მილანმა“ ნახევარმცველი ტეიანი რეინდერსი „ალკმაარიდან“ შეიძინა. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ნიდერლანდური კლუბი 19 მილიონ ევროს მიიღებს და პლუს 4 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
რეინდერსი მილანში დღეს დილას ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
ის „ალკმაარში“ 2018 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 93 მატჩში 7 გოლი გაიტანა.




