ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში თვის საუკეთესო ფეხბურთელია

0
78

ხვიჩა ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
განვლილ თვეში „ულსანი“, რომელშიც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის „ტეგუს“, „ჯეჯე იუნაიტედს“, „სუვონსა“ და „ჩონბუკს“ შეხვდა.
30 წლის ქართველმა „ჯეჯუსთან“ დუბლი და საგოლე პასი მიითვალა, „ტეგუსთან“ – დუბლი, ხოლო „სუვონის“ კარი ერთხელ აიღო.
მან ამ სეზონში „ულსანის“ შემადგენლობაში ჩემპიონატში ჩატარებულ 22 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.
ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში პირველ ადგილს ორ კორეელ მოთამაშესთან ერთად იყოფს.
მოქმედი ჩემპიონი „ულსანი“ 12-გუნდიან ჩემპიონატში 53 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ „პოჰანგს“ 15 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი