ლონდონის „ჩელსიმ“ შემტევი ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი „მილანში“ გაყიდა.
იტალიურმა კლუბმა 24 წლის ამერიკელ ფეხბურთელსი 20 მილიონი ევრო გადაიხადა და მისი წარმატებული თამაშის შემთხვევაშსი ბონუსიცაა გათვალისწინებული.
პულიშიჩმა მილანელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „ჩელსიმ“ 2019 წლის იანვარში დორტმუნდის „ბორუსიადან“ 58 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა, მაგრამ აშშ-ს ნაკრების ლიდერმა მოლოდინი ვერ გაამართლა. პულიშიჩმა „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირში 145-ჯერ ითამაშა და 26 გოლი გაიტანა. მან ლონდონელებთან ერთად თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.





