ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრა სტუმრად ალბანეთის „ტირანასთან“ ჩაატარა და რომ არა ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე გაშვებული გოლი, შინ გამარჯვებული დაბრუნდებოდა.
შეხვედრა დაძაბული და ნაკლებად სანახაოებრივი აღმოჩნდა. პირველ ტაიმში ერთი საგოლე მომენტი შეიქმნა, როდესაც მასპინძლების შეტევის დროს ბათუმელი მცველის მოგერიებული ბურთი დოკამ მიიღო და საჯარიმოს გარედან კარს მცირე მანძილიდან ააცილა.
66-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილი მარჯვენა ფლანგზე ორ მეტოქეს გაექცა და კარის წინ გახსნილი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა -0:1.
82-ე წუთზე მასპინძელი ფეხბურთელები საჯარიმოს გარედან სახიფათო დარტყმით ბათუმელთა კარს ორჯერ დაარტყეს და ორივე შემთხვეაში ანდრე ჩიჩკანმა თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
93-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჰაჯიუს გადაცემის შემდეგ, ლუშკია ბათუმელთა საჯარიმოში ბალიჩს დაასწრო და თავით ბურთი კარის შორეულ კუთხეში გაგზავნა – 1:1.
„დინამო“ საპასუხო შეხვედრას „ტირანასთან“ 20 ივლისს ბათუმში ჩაატარებს.
„ტირანა“ – „დინამო“ (ბათუმი) 1:1 (0:0)
13 ივლისი. ტირანა. სტადიონი „აირ ალბანია“.
„ტირანა“: სელმანი, ჰოჯალარი (ლულაჯი, 78), ჰილა, ნაიდოვსკი, მიცი (პერგონი, 69), დოკა, იონუზი (ლუშკია, 77), დელიუ, ლატიფი (ჰაჯიუ, 78), აბაზაი, ჰასანი,
მთავარი მწვრთნელი: ორგეს შეხი.
„დინამო“ (ბთ.): ჩიჩკანი, მამუჩაშვილი, კობახიძე, ბალიჩი, გიორბელიძე, ტეიდი, ლიტვინენკო (მოსიაშვილი, 72), წიტაიშვილი (კაპანაძე, 67), ზარია, (ღუდუშაური, 67) იაკობსენი (ბიძინაშვილი, 46), ფლამარიონი (ჩაბრაძე, 86).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
გოლები: 0:1 ფლამარიონი (66), 1:1 ლუშკია (90+3)
გაფრთხილება: გიორბელიძე (63), ჩიჩკანი (90)
მთავარი მსაჯი: რობერტ ჯონსი (ინგლისი)




