„დილამ“ სლოვაკეთიდან შანსი წამოიღო

0
53

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი სტუმრად სლოვაკეთის ვიცეჩემპიონი „დუნაისკა სტრედასთან“ ჩაატარა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
33-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, მეტოქის კარის წინ მდგომმა ტრუსამ მცველს დაასწრო და თავით ანგარიში გახსნა. სამ წუთში მასპინძლების კონტრშეტევის დროს რამადანიმ პარტნიორის გადაცემა კარგად გამოიყენა და მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით “ცხრიანში” ზუსტად დაარტყა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა გორელთა უკრაინელმა ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა მცველს დაასწრო და მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაარტყა – მეკარის უხეში შეცდომის მერე ბურთი კარში აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა „დილამ“ საპასუხო შეხვედრის წინ შემდეგ ეტა[ზე გასვლის შანსი დაიტოვა, გორელები სლოვაკებს 20 ივლისს მშობლიურ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ უმასპინძლებენ.

„დუნაისკა სტრედა“ – „დილა“ (გორი) 2:1 (2:0)
13 ივლისი. დუნაისკა სტრედა. „მოლ არენა“.
„დუნაისკა სტრედა“:
პეტრაში, პინტო, რისვანისი, ბრუნეტი, ანდზოუანა, კაცერი (ჩავრიჩი, 72), დიმუნი, კაიმარი (კაიმარი, 72), ტრუსა (ვესელოვსკი, 85), კრსტოვიჩი, რამადანი.
მთავარი მწვრთნელი:
ადრიან გულა.
„დილა“: კუჩერენკო, ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, ეტოუ (თევზაძე, 87), ვანდერსონი, ჟან ვიქტორი, ალეფ სანტოსი, ფარულავა (სარდალიშვილი, 64), გომისი (მზვაკალი, 72), კოვტალიუკი (კუხიანიძე, 64), გეილი.
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.
გოლები: 1:0 ტრუსა (33), 2:0 რამადანი (36), 2:1 კოვტალიუკი (43).
გაფრთხილება: ალეფ სანტოსი (45+2), კოვტალიუკი (45+2), კაცერი (61), რისვანისი (61), სარდალიშვილი (77), კრსტოვიჩი (90)
მთავარი მსაჯი: ჯარედ ჯილეტი (ავსტრალია).